მაია სანდუ - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინას თუ არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება
მაია სანდუ - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინას თუ არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება

უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში. იმედია, მალე იქნება მეტი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და ჩვენ დავინახავთ ამ გიჟური ომის დასრულებას“, – განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში არსებობს რეჟიმი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

„არსებობს რუსული ჯარები, რომლებიც არალეგალურად არიან განლაგებული დნესტრისპირეთის რეგიონში და, რა თქმა უნდა, ასე ცდილობს რუსეთის ხელისუფლება მოლდოვის რესპუბლიკაზე ზემოქმედებას“, – განაცხადა სანდუმ.

ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ კითხვაზე პასუხისას სანდუმ აღნიშნა, რომ „ეს მხოლოდ ადასტურებს რისკებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან“.

„ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამართლიანობა. სამწუხაროდ, ეს არ შემოიფარგლება რუსეთის საზღვრებით. სამწუხაროდ, ასე მოქმედებს რუსეთი მეზობლებთან მიმართებაში“, – განაცხადა მაია სანდუმ.