მაია სანდუ - სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად
სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა მაია სანდუმ.