მაია სანდუ - ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას
ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, იყიდონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
სანდუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა მისცა „მოლდოვას“ და ყველა მოქალაქეს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
„მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით“, – განაცხადა სანდუმ.