მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვის მომავალი საფრთხეშია.
სანდუს განცხადებით, მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნების დროს „თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა“.
მაია სანდუმ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა მეორე ტურში.
მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებს გაუსვა ხაზი, რომელმაც კორუფციის საქმეები ვერ დაასრულა.
მაია სანდუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმ ხალხის მობილიზაციის იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია.
„მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა, გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დასაჯონ დამნაშავეები ხმების მოსყიდვაში. სასამართლო სისტემა ახლაც თუ არ გაიღვიძებს, მოლდოვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა სანდუმ.