მაია სანდუ - მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის
მაია სანდუ - მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის

მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

სანდუ აღნიშნავს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის“, – წერს მაია სანდუ.

შეგახსენებთ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი. 20 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს ამომრჩეველთა 42%-მა, ხოლო მის მთავარ ოპონენტს, ალექსანდრ სტაინოგლოს 26%-მა მისცა ხმა.