მაია სანდუ - კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, მკაცრად ვგმობთ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმას
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა.
„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერი თავდასხმას.
უკრაინაში რუსეთის თავდასხმამ ასევე გამოიწვია იმ ხაზის ავტომატური გათიშვა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ელექტროენერგიაა, ამისთვის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ახლა დენი არ მიწოდება, სიმშვიდისა და გაგებისთვის. სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მოლდოვას რუმინეთიდან დენის მიწოდება დღეს, ადგილობრივი დროით 16:40 საათზე შეუწყდა. შედეგად, ათასობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა. კიშინეუში შეჩერებულია ტროლეიბუსების მოძრაობაც.