მაია სანდუ - კონსტიტუციურ ნეიტრალიტეტს რუსეთი პატივს არ სცემს, რადგან რუსული ჯარები მოლდოვაში უკანონოდ იმყოფებიან, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ნეიტრალურობა გვიცავს
კონსტიტუციურ ნეიტრალიტეტს რუსეთი პატივს არ სცემს, რადგან რუსული ჯარები მოლდოვაში უკანონოდ იმყოფებიან, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლდოვა უნდა იყოს დიდი ოჯახის ნაწილი, რათა უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ნეიტრალურობა გვიცავს, თუმცა ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება, როდესაც კონსტიტუციაზე მიდიოდა მუშაობა. ძალიან დიდი ნაწილს მოსახლეობისა ჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ გვესმის რისკები, შეშფოთებული ვართ იმ უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გაგვაჩნია და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ველაპარაკებით ევროკავშირს, ევროკავშირს ახალი ინიციატივა აქვს, ინიციატივა მშვიდობისთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ დიდი ოჯახის ნაწილი, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრი აჩვენებს, რომ მოლდოვაში 70 %-ანია ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა.
„არის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელსაც სურს, რუსეთთან კარგი ურთიერთობები, თუმცაღა სიტუაცია შეიცვალა რუსეთის აგრესიის შემდეგ. ეს რიცხვი შემცირდა. ევროკავშირის ინტეგრაციისთვის ძალიან ძლიერია მხარდაჭერა. ვცდილობთ, მივიღოთ ზომები, რათა დავიცვათ ადამიანები ამისგან, მაგრამ ადვილი მოსაგვარებელი არ არის ეს საკითხი. რუსული ძალები ჩვენ ტერიტორიაზე დიდი პრობლემაა, ეს ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგია. ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი და განსაკუთრებით უკრაინის ომის გათვალისწინებით, ეს გახდა გაცილებით უფრო დიდი პრობლემა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითარება მშვიდი იყოს, თუმცაღა ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის“, – განახცადა სანდუმ.