მაია სანდუ - ხელისუფლებაში მოსვლისას განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურდა, ომის დაწყების შემდეგ რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს
მაია სანდუ - ხელისუფლებაში მოსვლისას განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურდა, ომის დაწყების შემდეგ რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს. მოლდოვური მედიის ცნობით, ასე უპასუხა მაია სანდუმ მოლდოვური ტელეარხის Moldova 1-ის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, გეგმავს თუ არა ის მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან.

როგორც სანდუმ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლისას ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სურდა, თუმცა ომმა უკრაინაში და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა.

მოლდოვის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მხრიდან მუქარებზე.

„ეს მუქარებია. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურდა. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება, იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?“ – განაცხადა მაია სანდუმ.