მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციას ეცდება
მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციას ეცდება. ამის შესახებ მაია სანდუმ რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს, რათა მოლდოვის დესტაბილიზაცია მოახდინოს“, – თვქა სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ამ საფრთხეებს აცნობიერებს და მათ პრევენციას ცდილობს.
„ჩვენ ვაცნობეთ მოქალაქეებს ამ საფრთხეების შესახებ ისე, როგორც ეს შარშანაც გავაკეთეთ, როდესაც რუსეთი აპირებდა მოლდოვის მთავრობის ჩამოგდებას. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, თავი დავიცავთ ამ საფრთხეებისგან. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს. ჯერ კიდევ გვაქვს სუსტი წერტილები“, – განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება. მაია სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.