მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება.
„გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. ახალი არაფერია, სამწუხაროდ. მათ შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან “, – განაცხადა სანდუმ.
მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა. მაია სანდუს თქმით, კონკრეტულ სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა რისკების შესამცირებლად.