მაია სანდუ აცხადებს, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
სანდუ თავისივე პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი იქნება. 20 ოქტომბერსვე გაიმართება რეფერენდუმი ქვეყნის საგარეო კურსთან, კერძოდ კი, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
„2024 წელს ჩვენ მივიღებთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მიგვიღია. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს რეფერენდუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას აირჩევს. ასევე, ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენი პროგრამა ნათელია – უკეთესი პირობები ცხოვრებისა და ურთიერთგაგებისთვის“, – განაცხადა სანდუმ.