მაია ორჯონიკიძე - მელია რატომ უტოლებს თავს სააკაშვილს, ტოლობის ნიშანს როგორ სვამს მის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის, ხომ იცის, რომ მასშტაბით ვერასოდეს მივა მასთან
მელია რატომ უტოლებს თავს სააკაშვილს, მეგობრები არიან, ერთმანეთს ენდობიან, ძალიან კარგი, მაგრამ ტოლობის ნიშანს როგორ სვამს ნიკა მელია მის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია სააკაშვილთან „მასშტაბით ვერასდროს მივა“.
„გამოვიდა გუშინ მელია და თქვა ასეთი რაღაც, ზუსტი სიტყვები არ მახსოვს, ჩვენ ნუ გადაგვახტებითო, თუ რაღაც ასეთი აზრი იყო, ფორმულირება აღარ მახსოვს, თაკო ჩარკვიანისკენ ისროლა კენჭი. მერე თაკომ უპასუხა, რომ მგონი, მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი არ არის და მთელი საქართველოს პრეზიდენტიაო. რა დროს ეს კენწლაობაა. მე რა მაინტერესებს, იცით?! მელია რატომ უტოლებს თავს სააკაშვილს?! მეგობრები არიან, ერთმანეთს ენდობიან, ძალიან კარგი, მშვენიერი, მაგრამ ტოლობის ნიშანს როგორ სვამს ნიკა მელია მის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ხომ იცის, რომ მასშტაბით ვერასოდეს მივა. დამოკიდებულება არის არასწორი. მელიას ბოლოს და ბოლოს შიმშილობა არ გამოუცხადებია, შეიძლება, გამოაცხადა, მაგრამ ცოცხალია და ახალგაზრდა“, – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.