მაია მიმინოშვილი - გამოცდების განრიგის შეცვლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვქონდა
მაია მიმინოშვილი - გამოცდების განრიგის შეცვლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვქონდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი ჰაერის მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე არ გვქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული საგამოცდო ცენტრის გადაწყვეტილების შესახებ ყველა აბიტურიენტი ინფორმირებულია.

„ყველა შესაძლო საშუალებები გამოვიყენეთ, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ყველა აბიტურიენტმა მიიღო ორჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინება განრგითან დაკავშირებით. თეორიულად შესაძლოა, იყოს ისეთი აბიტურიენტი, ვინც არც მესიჯებს კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებს და არც ვებგვერდზე შედის, თუ ის მოვა ჩვეულებრივ დროს ანუ დღის მეორე ნახევარში, ჩვენი თანამშრომლები ეტყვიან, რომ ზეგ ექნება გამოცდა. ბედნიერი ვიქნები ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. შესაძლებლობა რომ იყოს, გამოცდების შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ჩატარება ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყოაპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.