მაია კობახიძემ ევროპის პროფკავშირების „გამორჩეული ქალი ლიდერის“ ჯილდო პოლონეთის განათლების პროფკავშირის ლიდერს გადასცა
ქალაქ ლიეჟეში, ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) სპეციალურ კონფერენციაზე შედგა განათლების პროფკავშირების საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის „გამორჩეული ქალი ლიდერის“ კუნკა დამიანოვას ჯილდოს გადაცემის ცერემონია. ინფორმაციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირის ინიციატივით და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ევროპის 51 ქვეყნის, 127 მასწავლებელთა პროფკავშირის ლიდერთა შორის, 2018 წლის პირველი კონკურსის პირველმა გამარჯვებულმა გამორჩეულმა ქალმა ლიდერმა, მაია კობახიძემ ეს ჯილდო 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულ ქალ ლიდერს, პოლონეთის განათლების პროფკავშირის (ZNP) ლიდერს, დოროტა ობედნიაკს გადაულოცა.
ამას გარდა, კონფერენციაზე სპეციალური კუთხე დაეთმო გამოფენას – როგორია როლი სანიმუშო მოდელი ქალი ლიდერისა. გამოფენილ პოსტერებზე ასახული იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მაია კობახიძის საქმიანობა.