მაია ფანჯიკიძე - არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ მოვსულვარ აქ, მთავარია, რომ ვდგავართ ერთად და ყველას გვაქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ევროპა
მაია ფანჯიკიძე - არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ მოვსულვარ აქ, მთავარია, რომ ვდგავართ ერთად და ყველას გვაქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ევროპა

არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ მოვსულვარ აქ და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მოსულთა უმრავლესობაც ასეა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი მიზანი ევროპაა.

„ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ირჩევს არჩევნებზე. ამიტომ, რადგან ეს არის ბედის, ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩემთვის ასეა, ვფიქრობ, არავის პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური სიმპათია არ უნდა გვაღელვებდეს. მთავარია, რომ ვდგავართ ერთად და ყველას გვაქვს ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის ევროპა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

რუსთაველის გამზირზე აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.