მაია ცქიტიშვილი - უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს
მაია ცქიტიშვილი - უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს

პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, დროის რა მომენტიც არ უნდა ყოფილიყო შერჩეული, არის ძალიან რთული – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს 2011 წლიდან დაწყებული ევროპული ინტეგრაციის გზა.

„ჩვენზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ განვითარების ის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხრიდან იქნა შეთავაზებული 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.