მაია ცქიტიშვილი - „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტი უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მასშტაბური ინვესტიციაა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ „ქუთაისი საერთაშორისი უნივერსიტეტის“ პროექტს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს.
ცქიტიშვილი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.
„უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და მასშტაბური ინვესტიციაა ქუთაისის უნივერსიტეტში და მთლიანად განათლების სისტემაში. ბატონი ბიძინა თავის ინტერვიუში იხსენებს მათ შორის განათლების სფეროში მისი ოჯახის მიერ ათეულობით წლების განმავლობაში გარკვეულ ინვესტიციებს. თავიდან დაიწყო სტუდენტების უცხოეთში სწავლების დაფინანსებით, შემდეგ ეს იყო ჩვენი სკოლების კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯით აღჭურვა, დახმარება სახელმწიფოსთვის ამ სფეროში, რასაც ბევრი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს იცნობდა როგორც სახელმწიფო პროექტს. სინამდვილეში ეს იყო განხორციელებული ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. ქუთაისის უნივერსიტეტი ეს არის ლოგიკური გაგრძელება განათლებაში, ქვეყნის განვითარებაში განხორცილებული ამ ინვესტიციის. ქუთაისის უნივერსიტეტი მთლიანობაში არის დაახლოებით მილიარდი ევროს ოდენობით შეფასებული ინვესტიცია. ბუნებრივია, ეს მის მიერ თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ბატონი ბიძინა და ფონდი „ქართუ“ დაეხმარებოდა და მხარს დაუჭერდა ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის საჯარო უნივერსიტეტი და ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.