მაია ცქიტიშვილი - მთავრობის გზავნილები არის გამოხატული ქმედებებში, ყველა ნაბიჯში, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ვდგამთ
მაია ცქიტიშვილი - მთავრობის გზავნილები არის გამოხატული ქმედებებში, ყველა ნაბიჯში, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ვდგამთ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე ისაუბრა და მე-16 საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება.

ამასთან, მისი შეფასებით, სპეკულაციაა, მთავრობას პრორუსულობა დააბრალო, როცა პირველივე დღიდან ყველაფერი კეთდება ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.

„ჩვენი გზავნილები არის ქმედებებში გამოხატული, ყველა ნაბიჯში, რომელსაც ვდგამთ, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები და სტანდარტები. სპეკულაციაა მთავრობას პრორუსულობა დააბრალო მაშინ, როცა პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ დიდ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ვიზალიბერალიზაცია, საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა, ნულოვანი ბარიერი – ეს ყველაფერი ნიშნავს ევროპული ფასეულობების გაზიარებას. ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სწორედ იმ შედეგების, წარმატებების შეჯამებას შევეცდებით, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის თავზე მივაღწიეთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმში კონფერენციის სლოგანია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“.