მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

დელეგაციას მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სექტორის მენეჯერი კარლა გონზალეს კარვაჯალი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა სატრანსპორტო სფეროში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს 2019 წლის შედეგები.

საუბარი შეეხო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ხაშურის შემოვლით მონაკვეთს, რომლის გახსნა წელს, ზაფხულში იგეგმება.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის გზების დაფინანსების შესაძლებლობები.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.