მაია ცქიტიშვილი - მიუხედავად პანდემიისა, ვაჩვენეთ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც მოსახლეობის 56-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უსაფრთხო პირობებში დააფიქსირა არჩევანი
მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაჩვენეთ ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც მოსახლეობის 56-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სრულიად უსაფრთხო პირობებში დააფიქსირა არჩევანი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალი მობილობით ხასიათდება და ძალიან აქტიური პროცესია.
„ბევრ დასახლებაში გვიწევს არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი იქნება კვლავ მაღალი. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება, ველოდოთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასაც. ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვართ ვალდებული, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ ვირუსის სწრაფი ზრდა“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.