მაია ცქიტიშვილი - გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა
გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემერ-მინისტრი სახლიდან განაგრძობს მუშაობას.
„ბატონი გიორგი თავს კარგად გრძნობს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა. შესაბამისად, ის სახლიდან განაგრძობს მუშაობას.
ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში არიან. მათ დღეისთვის კორონავირუსი არ აქვთ დადასტურებული, თავს კარგად გრძნობენ. როგორც ვიცი ქალბატონი ნათიაც და ბატონი მიხეილიც ელოდებიან ტესტის პასუხებს.
მოგეხსენებათ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც სახლის პირობებში აგრძელებს მუშაობას. ყველა ძალიან აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.