მაია ცქიტიშვილი - 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა
2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.