მაია ბითაძე - ზოგიერთი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია
მაია ბითაძე - ზოგიერთი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია

ზოგიერთი განცხადებაა, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ერთადერთი გზა არის ევროკავშირი, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩემთვის პატივია აქ ყოფნა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას, ერთად მუშაობის და ურთიერთთანამშრომლობის წლებს, საბოლოოდ რომ ვიყოთ ევროკავშირის „პოლიტიკურ საზღვრებთან“, რამდენი გავაკეთეთ ერთად თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი განცხადება, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ ცოტათი საწყენი და იმედგამაცრუებელია და ის არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ინფორმაცია უკვე გავრცელდა, ჩვენი ოპოზიცია აქ იმყოფება და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ევროკავშირისა, არ არსებობს სხვა გზა, გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენი შვილებიც იმ იდეით და შიშით გავზარდეთ, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, იქნება რუსეთთან კონფლიქტის მაპროვოცირებელი. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ, დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ, და ჩემი კითხვა, როგორც პოლიტიკოსის, მოქალაქის, რომელიც მანამდე აღმასრულებელ შტოში მუშაობდა, ასეთია, რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? – ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძე აცხადებს, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რამდენს ცდილობს საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა, ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული, მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მეორე მხარეს კი გვაქვს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა. ყოველ დღე ვცდილობთ, დავიცვათ თავი „ფეიკ“ სათაურებისგან და ეს ძალიან რთულია, ზოგჯერ, ამას არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების იმედგაცრუებამდეც მივყავართ მესმის, რომ ვცხოვრობთ ჰედლაინების ეპოქაში, მაგრამ არის არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხებიც. რუსეთის მიმართ პოლიტიკური სანქციების ნაწილიც ვართ, არ ვატარებთ სანქცირებულ ტვირთებს. ყველამ იცის, რომ ამ მხრივ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ თავი „ფეიკ“ სათაურებისგან და ეს ძალიან რთულია. ზოგჯერ ამას მივყავართ არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების იმედგაცრუებამდეც, პირველად, ჩვენ გვყავს 9 პარტია პარლამენტში, გვაქვს100-ზე მეტი მაუწყებელი და ეს ფაქტია, ვინაიდან ყველაფერი გამჭვირვალეა. პირველად ხდება საქართველოში, რომ ჩვენ ვართ ასეთი გამჭვირვალე და ღია მულტიპოლიტიკური დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენს ოპოზიციასთანაც, მაგრამ კვლავ ეს „ფეიკ“ ჰედლაინები და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყნის მმართველობის სათავეში, ანგრევს ყველაფერს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა.

„შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, მნიშვნელოვან საკითხებზე, შემიძლია, ვისაუბრო პროგრესზე, თუნდაც ჩემს სფეროში, პარლამენტში, სადაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ჩვენს სურვილზე, ვიყოთ ევროკავშირის წევრები და იმაზე, რამდენს ვაკეთებთ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების პროექტის განხორციელება, რამდენი გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის სხვადასხვა სფეროში, რატომ გვაქვს ასეთი პროგრესი, მაგრამ ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა: არასდროს, არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირს ან ჩვენს რომელიმე სხვა პარტნიორს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ მსგავსი სახის განცხადებები უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ იმ ფონზე, რომ სხვა პოსტსაბჭოთა არეისგან განსხვავებით, არ ვართ ნატო-ს ქოლგის ქვეშ და არც ევროკავშირის წევრები ვართ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. არ არის ანტიევროპული განცხადებები. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავი, ერთი მხრივ რუსეთისგან, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% ის ოკუპაცია მოახდინა, ვცდილობთ, დავიცვათ ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს და ასევე ვცდილობთ, დავიცვათ სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც გვაქვს ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ნამდვილად რთულია საუკეთესო გზის პოვნა, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მეორე მხრივ, ვებრძოლოთ პოლიტიკურ ტურბულენტობას და „ფეიკ ჰედლაინებს“, რომლებიც ძალიან დიდ სივრცეს ფარავს მედიის მეშვეობით იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ყველას, რა ხდებოდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორი შეგრძნება იყო ტელეფონზე საუბრისაც რომ გვეშინოდა, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ოჯახი იყო დაზარალებული. იმიტომ რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა პატიმარი, ნაწამები წევრი და მაშინ არ გვახსოვს დიდი შეშფოთება პარტნიორებისგან საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია.

„მეგობრებო, უდიდესი მადლობა, რომ გვეხმარებით, რომ შევცვალოთ ქცევა, რადგან ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ კიდევ ერთხელ, მინდა, გთხოვოთ, გაიაზროთ რეალური სიტუაცია, რაც გვაქვს ქვეყანაში, რაც გვაქვს გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ კარი კვლავ ღიაა და იმედია, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა მიგვიყვანს წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსამდე და საბოლოოდ, დეპოლარიზაციამდე იმიტომ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება იწვევს პოლარიზაციას, არა ყველა, მაგრამ განცხადება სათაურებით. მადლობა, ვწუხვარ, რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ნამდვილად გულით მადლიერი ვარ ევროკავშირის, რომ გვეხმარებით ამ 30 წლის განმავლობაში ქცევისა და იმ სტანდარტების შეცვლაში, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. მშვიდობა და სტაბილურობა, ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის მთავარი მიზანია. პარლამენტის თითოეული წევრისთვის და მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც დეკლარირება ხდება, როგორც პრორუსულის, რადგან რუსეთი არის აგრესორი, გვახსოვს, როგორ დაგვბომბა რამდენჯერმე, ისიც კი გვახსოვს, როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი ურთიერთობა. „დიდი ძმა“, რომელიც არ გვჭირდება, ჩვენ გვინდა ევროპული ინტეგრაცია და გვჭირდება თქვენთან კარგი თანამშრომლობა“, – განაცხადა ბითაძემ.