მაია ბითაძე - რადიკალების მიზანი არ არის ქვეყანაში მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობით მოგვარება, მხოლოდ შერიგებით იქნება შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის ქვეყანაში მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობით მოგვარება.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, მხოლოდ შერიგებით იქნება შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გასაგებია.
„ეს იყო რადიკალების კიდევ ერთი ლუსტრაცია. თვალსაჩინოა, რომ მათი მიზანი არ არის, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობით მოგვარება. ბიძინა ივანიშვილის გზავნილები მარტივად გასაგები იყო, რადგან მხოლოდ შერიგებით და თანხმობით იქნება შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – იმ დიდი მიზნის მიღწევა, რისკენაც მივისწრაფვით. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ოს, აფხაზ ძმებსა და დებთან არანაირი ომი და კონფლიქტი არ გვსურს. ისიც თვალნათელია, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის ომის დანაშაულში, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო პირების ძალადობაზე, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“, – განუცხადა მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს.