მაია ბითაძე - მოქალაქეებმა პიროტექნიკის გამოყენებისას რეკომენდაციები უნდა დაიცვან, აუცილებელია ეტიკეტზე განსაზღვრული წესების ცოდნა
მოქალაქეებმა პიროტექნიკის გამოყენებისას რეკომენდაციები უნდა დაიცვან, აუცილებელია იმ წესების ცოდნა, რომლებიც ეტიკეტზეა განსაზღვრული, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძის ვარაუდობს, რომ მომავალ წელს კონკრეტული რეკომენდაციები იქნება, რათა შეიქმნას სტანდარტები პიროტექნიკის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით.
„საახალწლო დღეებში რომ უსაფრთხოდ ვიყოთ, მოქალაქეებმა პიროტექნიკის გამოყენებისას რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ერთი მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, შინაური ცხოველების მდგომარეობა. აუცილებელია, ვიცოდეთ წესები, რომლებიც პიროტექნიკის გამოყენებისთვის ეტიკეტზეა განსაზღვრული. მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მოზარდებისა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება. პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები კომპლექსურია. ნებისმიერ პოპულისტურ მოწოდებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლიც შეიძლება, ერთი შეხედვით, საკითხის სისტემურ გადაჭრას გულისხმობდეს, თუმცა იმისათვის, რომ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადავდგათ, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ, მომავალ წელს კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ის სტანდარტები, რაც პიროტექნიკის უსაფრთხო გამოყენებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.