მაია ბითაძე - მერიისა და საკრებულოს მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს
დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სამგორის გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მერიისა და საკრებულოს მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის.
„გამგებელმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ამოწურა თავისი რესურსი. იყო გარკვეული ჩამორჩენები სხვა გამგებლებთან მიმართებით, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. გუნდში ამ ეტაპზე არანაირი დაპირისპირება არ არის. ერთადერთი დაპირისპირება მათ შორის საკრებულოს სხდომებზე არის ის უტოპიური განცხადებები, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოდის “, – განაცხდა ბითაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობაში, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ნაწილში ის გუნდია, რომელსაც მუნიციპალიტეტის დონზე წარმოდგენს კახი კალაძე.
კითხვაზე უკავშირდება თუ არა კერესელიძის თანამდებობის დატოვება მის მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესს, ბითაძე ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
“ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი ამის შესახებ, თუმცა ის, რომ ჩამორჩენა ჰქონდა, ცნობილი იყო. ვსაუბრობ ჩამორჩენაზე და არა დარღვევებზე. დარღვევებს სხვა სამართლებრივ ფორმატში ვიხილავთ, ხოლო ჩამორჩენებს და წარმატებებს, სხვა ფორმატში”, – განაცხდა ბითაძემ.