მაია ბითაძე - მამუკა ხაზარაძეს შეიძლება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის ამბიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს
საქართველო რომ მართო, ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო, პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო, ნდობის მოპოვება კი დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი აწარმოებს, ხაზარაძეს ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ის ადამიანები აანონსებენ, რომელთა პოლიტიკურ ან სხვაგვარ საქმიანობას უკვე ათწლეულებია, ყველა აკვირდება.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – საქართველოს მოქალაქეებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენლის უკან მდგომ პარტიას რა ერქმევა, ადამიანების მეხსიერებაში ყველა სახელსა და გვარს თავისი ისტორია აქვს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია რაც არ უნდა ეცადოს, ვერ დაგვავიწყებენ. მამუკა ხაზარაძეს შეიძლება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის ამბიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს. იმისთვის, რომ საქართველო მართო, ამისთვისაც გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო. პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო. ნდობის მოპოვება კი დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი აწარმოებს. ხაზარაძეს ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.