კახა კალაძე უკონკურენტოა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერობის პოზიციისთვის კახა კალაძის კანდიდატურის შეფასებისას განაცხადა.
ბითაძის თქმით, წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, კალაძე აბსოლუტურად უკონკურენტოა.
„დღევანდელი მოცემულობიდან და იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე აბსოლუტურად უკონკურენტოა.
მე და ჩემი გუნდი ნიკა მელიას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს არ აღვიქვამთ, სხვა საქმიანობაში მას წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.