მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე - სწორედ ესაა, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, შედეგია იმ პროპაგანდის, რომელსაც ყოველდღე გვაყურებინებენ, „ნაცაქტივისტკა“ ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.
ბითაძის თქმით, ეს შედეგია იმ სატელევიზიო პროპაგანდის, სადაც „ნაცები” ყოველდღე გვაყურებინებენ, „ნაცაქტივისტკა“ ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს.
„სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ, ვიღაც ყოჩაღი „ნაცაქტივისტკა“ საუკეთესო კომუნისტურ-ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს. ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენს შვილებს. რა გჭირთ ხალხო, რა?! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა?! ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს“, – წერს მაია ბითაძე.
არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.