მაია ბითაძე - დარწმუნებული ვარ, „ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები არ არიან ექიმები, მათ მიხეილ სააკაშვილი არ შეუმოწმებიათ, ეყრდნობიან მიწოდებულ ინფორმაციას
მაია ბითაძე - დარწმუნებული ვარ, „ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები არ არიან ექიმები, მათ მიხეილ სააკაშვილი არ შეუმოწმებიათ, ეყრდნობიან მიწოდებულ ინფორმაციას

დარწმუნებული ვარ, „ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები არ არიან ექიმები, მათ მიხეილ სააკაშვილი არ შეუმოწმებიათ, ისინი ეყრდნობიან მიწოდებულ ინფორმაციას, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბითაძის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებმა განცხადება რომც არ გააკეთონ, იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე, ეს პატიმარი ვინც არ უნდა იყოს.

„სამინისტროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით აკისრია, ამას „ევროპის სახალხო პარტია” იტყვის თუ არა. წინა შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება გახდა, მისი გადაყვანა მოხდა. ამ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულება სრულად იღებს პასუხისმგებლობას. მთავარი რეკომენდაციაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მედიკოსების რჩევები უნდა გაითვალისწინოს და მედიკოსების რეკომენდაციები მიიღოს. ვსაუბრობთ რაზე? – პატიმარი საკვებს სრულფასოვნად არ იღებს. როცა საკვების სრულფასოვან მიღებას დაიწყებს და გაჯიუტების ეტაპს გადავლახავთ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, არც მას, არც მის ოჯახს და მით უმეტეს „ქართულ ოცნებას” მისი ჯანმრთელობის დაზიანება არ უნდა. აშკარად იკვეთება, რომ არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც მგონი, ძალიან სურთ, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა შეერყეს. მათ მოვუწოდებ, რომ ეს არაჰუმანური საქციელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.