მაია ბითაძე - ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურების პროექტების გადახედვა დაიწყო
მაია ბითაძე - ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურების პროექტების გადახედვა დაიწყო

„ვარკეთილის“ შემთხვევა იყო ბიძგი იმისკენ, რომ გადაგვეხედა ყველა ახლად რეაბილიტირებული პროექტებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ პირველ არხს განუცხადა.

მაია ბითაძის თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა ყველა რეაბილიტირებული მეტროს პროექტებზე.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ რომ ხარისხის კონტროლი აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გაიზრდება.

„დაიწყო მოკვლევა და შესწავლა ყველა სხვა ახლად რეაბილიტირებული პროექტებისა, რომ რაიმე ხარვეზი არ იყოს გაპარული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ შემთხვევას, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ხარისხის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, დავაწესოთ რეგულაციები და ასევე აღსრულებას უნდა მიექცეს ყურადღება.

უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები იგეგმება აღსრულების მექანიზმების გაკონტროლებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მაია ბითაძემ.