მაია ბითაძე - 14 მილიარდზე საუბარი უკვე კომიკური ხდება, იმის ნაცვლად, რაღაც რეალური შესთავაზონ მოქალაქეებს, ჰპირდებიან გაურკვეველ თანხებს, რისი არც წარმომავლობა და არც მისი განაწილების წესი არ იციან
14 მილიარდზე საუბარი უკვე კომიკური ხდება. იმის ნაცვლად, რაღაც რეალური შესთავაზონ თანამოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ ნამუშევარზე და ჩვენ მიერ მოპოვებული კანდიდატის სტატუსით და ასოცირების ხელშეკრულებით ხალხს ჰპირდებიან გაურკვეველ თანხებს, რისი არც წარმომავლობა და არც მისი განაწილების წესი არ იციან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბითაძის თქმით, ეს გვაჩვენებს, რომ არის მავნე ტყუილი, რის ფარგლებშიც ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა რაღაც ევროპულით შეფუთონ.
„ის გზა, რომელიც ევროკავშირში მიდის, გაგრძელდება და ამ პროცესს „ქართული ოცნება“ წარმართავს. თანხები, რაც ახლა გამოიყოფა, ასე იქნება მომავალშიც და ეს თანხები ათვისებული იქნება ისე, რასაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი ითვალისწინებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.