მაჰმუდ მურადოვი ბრძოლას ჩაეხსნა, კევინ ჰოლანდი ჩარლი ონტივეროსს დაუპირისპირდება
ლას ვეგასში 1 ნოემბერს UFC-ის მორიგი ქარდი შედგება (Vegas 12). აღნიშნული ღონისძიება იმით არის საინტერესო, რომ ოქტაგონზე კარიერაში ბოლოჯერ გავა ლეგენდარული მებრძოლი ანდერსონ სილვა. 45 წლის ვეტერანი ურაია ჰოლს დაუპირისპირდება.
ამავე დღეს დაგეგმილი იყო ძალიან საინტერესო ბრძოლა. კევინ ჰოლანდი მაჰმუდ მურადოვს უნდა შეხვედროდა, თუმცა როგორც ირკვევა, მურადოვი ბრძოლას ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეხსნა. მის მაგივრად ჰოლანდს ჩარლი ონტივეროსი დაუპირისპირდება, რომელსაც UFC-ში დებიუტი ექნება. შერეულ ორთაბრძოლებში მისი რეკორდი ასე გამოიყურება – 11 გამარჯვება და 6 მარცხი. ის აქამდე LFA და FC-ის პრომოუშენებში ასპარეზობდა. ონტივეროსს ასევე გარკვეული პერიოდი „ბელატორშიც“ აქვს გატარებული.
რაც შეეხება კევინ ჰოლანდს, მას 2020 წელს UFC-ში 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან ნოკაუტით დაამარცხა ჟოაკინ ბაკლი და ენტონი ჰერნანდეზი.