ვანდერსონ სილვა - მადლობა „დილას“, ეს კლუბი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში #1TVSPORT
ვანდერსონ სილვა - მადლობა „დილას“, ეს კლუბი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში #1TVSPORT

ვანდერსონ სილვამ, რომელმაც გორის „დილა“ დატოვა და კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, ყოფილ გუნდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა.

„ცხოვრება ეტაპებისგან შედგება და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში სამ-ნახევარი წელი „დილაში“ გატარებული პერიოდი იყო – გუნდისთვის ყველაფერი გავიღე და წარუმატებლობაზე მეტი წარმატება მქონდა. ჩემი მეუღლე და შვილები აქ გატარებულ დროს, თბილ ხალხსა და ლამაზ ქალაქს არასდროს დაივიწყებენ. ჩემთვის „დილა“ არასდროს იქნება მხოლოდ კლუბი, ის  სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც ლამაზი ისტორიის ნაწილი.

მადლობა კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, ტექნიკურ პერსონალს, მენეჯმენტს, თანაგუნდელებს და გორელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მოდიოდნენ თამაშებზე და, შედეგის მიუხედავად, მხარს გვიჭერდნენ. მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ვანდერსონ სილვა.

ბრაზილიელი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რადგან „დილაში“ ძალიან ცოტა ლეგიონერი იყო, ვინც კლუბის მაისურით 100-მატჩიანი ზღვარი გადალახა.

ვანდერსონ სილვა „დილას“ ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ დროის მანძილზე ჩატარებულ 133 მატჩში ექვსი გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.