მაჰმუდ აბასი პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს.
გადაწყვეტილება პალესტინის ეროვნულმა საბჭომ რამალაში ოთხდღიანი შეხვედრის ბოლოს მიიღო. მათ აღმასრულებელი კომისიის წევრებიც აირჩიეს, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ორგანოა პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციაში.
82 წლის აბასმა შეხვედრაზე მისი მოწინააღმდეგეების კომისიიდან გაშვების მოთხოვნა დააყენა, რაც შეხვედრის ბოლოს შესრულდა კიდეც. კომისია დაატოვებინეს აბასის ოპონენტს, იასირ აბედ რაბოსა და პალესტინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ ქურეის.