მაჰმუდ აბასი - ომის დასრულების შემდეგ პალესტინა მზადაა, აიღოს კონტროლი ღაზის სექტორზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს 1967 წელს დადგენილი პალესტინის საზღვრების მიხედვით
პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ პალესტინა მზადაა, აიღოს კონტროლი ღაზის სექტორზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს 1967 წელს დადგენილი პალესტინის საზღვრების მიხედვით.
მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინელებმა უნდა შეინარჩუნონ არაფატის მემკვიდრეობა და დაიცვან პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს პალესტინას. მაჰმუდ აბასი ასევე მოითხოვს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, რათა უზრუნველყონ „საერთაშორისო გარანტიები“, რომ დასრულდეს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია.
მაჰმუდ აბასი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ისრაელმა, შესაძლოა, დაიპყროს ღაზის სექტორი და იქ მცხოვრებ ან დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს მოუწიოთ იძულებით გადაადგილება.