მაჰმუდ აბასი - აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ვითარების საშიშ ესკლაციას გამოიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა და იქ საელჩოს გადატანის შესახებ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ტოვებს,- ამის შესახებ ტელემიმართვისას პალესტინის ლიდირმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა.
აბასი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ვითარების საშიშ ესკლაციას გამოიწვევს.
ამასთან, აბასის თქმით, დონალდ ტრამპის გადაწვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეზოლუციებსა და ორმხრივ შეთანხმბებს.
პალესტინის ლიდერის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის იერუსალიმის როგორც არაბების, პალესტინელების, ქრისტიანებისა და მუსლიმების ქალაქის სტატუსში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.