მაჰერშალა ალი და სტივენ დორფი „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას
მაჰერშალა ალი და სტივენ დორფი „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას

მსახიობები მაჰერშალა ალი და სტივენ დორფი „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას. ოსკარის მფლობელი მაჰერშალა ალი დეტექტივ უეინ ჰეისის როლს მოირგებს.

HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალი „ნამდვილი დეტექტივი“ ეკრანებზე 2018 წლის ზამთარში გამოვა.

როგორც ცნობილია, ახალი სეზონი ოზარკის მთებში მომხდარ კრიმინალურ და მისტიკურ ისტორიას შეეხება. სიუჟეტი კი დროის სამ სხვადასხვა, განსხვავებულ მონაკვეთში ვითარდება.