მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის, სულ მცირე, სამი ბავშვია.
სხვადასხვა ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.
წინასწარი ვერსიის მიხედვით, აფეთქება ავტოსერვისის შენობაში მოხდა, რომელიც ავტოგასამართი სადგურის სიახლოვეს მდებარეობდა. შემდეგ ხანძარი თავად სადგურზეც გავრცელდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარის გამო დაღესტნის რესპუბლიკაში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.