კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ მიერ მეგაბაიტების განულებაზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს
ჰქონდა თუ არა „მაგთიკომს“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში აბონენტების მიერ ნაყიდი მეგაბაიტების განულების უფლება, – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, ამ საკითხზე მოკვლევა ხორციელდება.
„კომისია უახლოეს პერიოდში გაავრცელებს განცხადებას“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბარში ბექაურმა.
შეგახსენებთ, ძველი კონსოლიდირებული ტენდერის ვადა პირველ მარტს ამოიწურა. ორ მარტს ახალი ტენდერის შედეგები გახდა ცნობილი, რის შემდეგაც „მაგთიკომმა“ აბონენტებს შეძენილი მეგაბაიტები გაუუქმა და ინტერნეტ-პაკეტების ახალი ტარიფებით შეძენა შესთავაზა. ეს აბონენტთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა.