„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.
180 დღეზე გადასახადი ლარს შეადგენს. თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.
როგორც პირველ არხს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, კომისიის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის შეჩერების შესახებ, ნომრის მომსახურების საფასურზე არ გავრცელდა.
კომისიამ შეაჩერა „მაგთიკომის“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, ასევე დაავალა კომპანიას, არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დატოვოს.