„მაგთიკომი“ - თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ
კომპანია „მაგთიკომი“ მომხმარებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომპანიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, „მაგთიკომის“ აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367.
„ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – აცხადებენ „მაგთიკომში“.