„მაგთი“ ინტერნეტს დროებით აღარ გააძვირებს
„მაგთი“ ინტერნეტს დროებით აღარ გააძვირებს

„მაგთიკომმა“ ინტერნეტპაკეტების გაძვირება შეაჩერა.

შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მაგთიკომში“ ამბობენ, რომ გაითვალისწინეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერეს ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

„მაგთიკომი“ კოუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წერილსაც აქვეყნებს.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა. შესაბამისად, გთხოვთ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნულია კახა ბექაურის წერილში, რომელიც 17 იანვრით თარიღდება.

ინტერნეტპაკეტების გაძვირებას „მაგთიკომი“ 18 იანვრიდან გეგმავდა.