თბილისში, პეკინის გამზირზე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, პეკინის გამზირზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ის ინფორმაციით, პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის“ მაღაზიაში ერთი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას შეეცადა, თუმცა ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მობილური ტელეფონების მაღაზიაში შევიდა და კონსულტანტ გოგონას ცივი იარაღით ემუქრებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.