მაღაროელები ჭიათურაში კულტურის სახლის შენობის წინ აქცია მართავენ.
მაღაროელები ხელფასების მომატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმოში.
მაღაროელები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სხვა ფორმებს მიმართავენ.
ამასთან, დღეს მაღაროელებს საკუთარი მოთხოვნები „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველისთვის ნიკოლოზ ჩიქოვანისთვის უნდა გეაცნოთ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. შეხვედრის გადადების მიზეზად ნიკოლოზ ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.