მაღალმთიანის სტატუსი 1715 დასახლებას, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის კი 237 469 მოქალაქეს მიენიჭა
ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრმა” მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შუალედური შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიხედვით, 2016-2017 წლებში დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 237469 მოქალაქეს მიენიჭა. რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს და ბენეფიციარებს, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებ პირთა რაოდენობამ, მხოლოდ ოქტომბერში 78271 შეადგინა, მათზე გადარიცხულმა თანხამ კი ამავე პერიოდში 2 662628 ლარი.
მიმდინარე წლის, იანვარ-სექტემბერში დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობამ პირველი, მეორე, მესამე და შემდეგ ბავშვებზე, 4144 შეადგინა. მათთვის გადარიცხული თანხა კი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება (546 900)
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისათვის, ელექტრო ენერგია სუბსიდირდება. ასეთი აბონენტების რაოდენობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 69 188 შეადგენს, მათთვის ელექტრო ენერგიის სუბსიდია კი 716 251 ლარია.
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამაც ხორციელდება. ბოლო მონაცემებით, პროგრამაში 293 ბენეფიციარია ჩართული, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით მწვრთნელებზე სულ 95 030 ლარია გაცემული.
მაღალმთიან რაიონებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა რაოდენობა მიმდინარე წლის დეკემბერში 419-ს შეადგენს. მიღებული თანხა კი 46681 ლარია.
სახელფასო დანამატით 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 13 269 ექიმმა და ექთანმა ისარგებლა და 3 239 365 ლარი მიიღო. რაც შეეხება დანამატით მოსარგებლე სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს, მათი რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემებრში 113826 შეადგენს, ჯამური თანხა კი 2 626 572 ლარს აღემატება.
დემოგრაფიული ვითარება მაღალმთიან რეგიონებში 2014 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა. მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით 2014 წელს 283 ათასს, 2015 წელს 200 ათასს, 2016 და 2017 წლებში კი 198 ათასს შეადგენს. 2017 წლის I-VI თვის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები კი ასეთია:
მცხეთა მთიანეთი – ცოცხლად დაიბადა 464 პირი, ხოლო გარდაიცვალა 705
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხოხლად დაიბადა 114 პირი, გარდაიცვალა 345
სამცხე-ჯავახეთი – ცოცხლად დაიბადა 855, გარდაიცვალა 917
კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდა. კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დაუშვას გამონაკლისები და მიანიჭოს ამა თუ იმ დასახლებას ეს სტატუსი. კანონის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა სულ – 1715 დასახლებას. 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 237 469 მოქალაქეს. საანგარიშო პერიოდში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადის შეღავათის მიღებაზე ცნობა გაცემულია 12,244 პირზე