მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებს პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შეეძლებათ
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებს პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შეეძლებათ

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებს პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებით განხორციელდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მეწარმეს უფლება ექნება, მის მიერ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე წარმოებული/გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, ხოლო სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში – მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში წარმოებით დაინტერესების კიდევ უფრო ზრდას და მთაში უკვე მომუშავე მეწარმეების დამატებით ხელშეწყობას.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 403 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.

მეწარმეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდებიან გადასახადებისაგან: მეწარმე ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით; საწარმო თავისუფლდება მოგების და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადებისგან 10 წლის ვადით.