მაგდა ბოლოთაშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება როგორც ინვესტორს, ისე სახელმწიფოს დიდ ვალდებულებებს აკისრებს
საქართველოს მთავრობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული აქვს საინვესტიციო ხელშეკრულება, რაც, როგორც ინვესტორ მხარეს, ასევე სახელმწიფოს დიდ ვალდებულებებს აკისრებს, – ამის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაგდა ბოლოთაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„სახელმწიფოს ვალდებულებებია მიწების გამოსყიდვა და ინვესტორისთვის გადაცემა, რაც უკვე განხორციელდა და საგზაო–სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ტერიტორიამდე მიყვანა. ეს პროცესი მიმდინარეობს და საპროექტო სამუშაოები გამოარკვევს, თუ როგორ მოხდება საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ტერიტორიასთან დაკავშირება. იქიდან გამომდინარე, რომ პორტი ოპერირებას 2021 წელს იწყებს, ყველანაირი სამუშაო ამ ვადაში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.