მადრიდში საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
მადრიდში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტებმა მთავრობას ფასების შესამცირებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდეს და განსახლების მინისტრის იზაბელ როდრიგესის გადადგომა მოითხოვეს.
„საცხოვრებელი არის უფლება და არა ბიზნესი“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
როგორც მედია წერს, საპროტესტო აქცია ესპანეთის დედაქალაქში ორგანიზებული იყო მოიჯარეების კავშირისა და 40-მდე სხვა ჯგუფის მიერ. დემონსტრაციის ორგანიზატორების მონაცემებით, მადრიდში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ზე მეტი საცხოვრებელ ხარჯებზე მიდის.
ანალოგიური საპროტესტო გამოსვლები დაგეგმილია ბარსელონაში, ვალენსიასა და მალაგაშიც.
სახელმწიფო განსახლების შესახებ კანონის ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრანტები ამბობენ, რომ ეს ზომები საკმარისი არ არის საცხოვრებლის ფასის ზრდის შესაკავებლად. ისინი გამოსახლებაზე კონტროლის გამკაცრებას, ქირის ფასების მეტ რეგულაციას და სოციალურ საცხოვრებელში მეტ ინვესტიციას ითხოვენ.