მადრიდში ათი ათასობით ადამიანმა ესპანეთში კორიდას აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა
მადრიდში ათი ათასობით ადამიანმა ესპანეთში კორიდას აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა

მადრიდში ათი ათასობით ადამიანმა ესპანეთში კორიდას აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ხარების მონაწილეობით ყველა სანახაობრივი ღონისძიება აიკრძალოს.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ხარების ბრძოლა ძალადობაა“ იყო. ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებმა ხარების ბრძოლას ესპანეთის ეროვნული სირცხვილი უწოდეს. მათ ასევე ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს.

აქციას 170-მდე ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი.

კორიდა ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.